რეზონანსი
22.06.2020

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა, რომ ის ყალბი ამბების სამიზნე გახდა: "ეს მას შემდეგ ხდება, რა რაც ჩემსა და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შავმა კატამ გაირბინა. ყველა არჩევნების წინ ასე ხდება, როგორც კი საჯარო სივრცეში აქტიურობას ვიწყებ. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემი პოზიცია, როგორც წესი არგუმენტირებულია და რასაც ვიძახი ბოკერიაზე, ვაშაძეზე თუ სააკაშვილზე, პირდაპირი პასუხი არ არის მაგაზე, არამედ პასუხს ასე მცემენ, რაღაც ამბავს მოიგონებენ, შექმნიან სენსაციას და მერე დამდევს ვინმე ჟურნალისტი, ან უვარდება ჩემს ცოლს სახლში, მოსვენებას არ აძლევენ ჩემს ოჯახს. უკვე ყველამ კარგად იცის ეს მეთოდები.

რასაც სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა, ეს იყო სახელმწიფო ტერორიზმი, მაგის იდეოლოგი ბოკერია და სხვები დასჯილები არ არიან. ეს გიგი წერეთელი და სხვები, აქეთ-იქეთ რომ გადმოხტნენ ახლა და ევროპულობას იბრალებენ და საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ ჩეკისტი, დღემდე „კაგებეს“ აქტიური თანამშრომელი. მათზე ბევრი რამ ვიცი და ყოველთვის ვამხელდი, არასდროს შემშინებია, მაშინაც კი, როდესაც ძალაუფლება მათ ხელში იყო და ახლა მით უმეტეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×