რეზონანსი
22.06.2020

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს კი 6 დაემატა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

საერთო ჯამში დადასტურებულია 908 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 761 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 269. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×