რეზონანსი
22.06.2020

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შემდეგი სახის ინფორმაციას ქყვეყნებენ: 

"მეგობრებო, სიტუაცია რთულადაა და ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. ათენში გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, ლია ადამაძე. მისი დაკრძალვა ათენში გადაწყვიტეს, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ფინანსური სახსრების უქონლობის გამო, ლიას ოჯახს ჭირდება ჩვენი დახმარება.

1200 ევრო მოითხოვა დამკრძალავმა ბიურომ, ემატება საფლავის ხარჯებიც.

მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, ხვალ 12 საათზე წმ. პანტელეიმონის ტაძარში, ათენში, იქნება ორი ქალბატონი, ნესი რობაქიძე და სოფია ბასილაძე. ვისაც გექნებათ დახმარების სურვილი, გთხოვთ არ დაიშუროთ და რაც შეგიძლიათ, ლიას სახელზე დატოვოთ".

კომენტარებში წერენ, რომ ლია ადამაძე იმ ბავშვის დეიდაა, რომელმაც შარშან თავი ჩამოიხრჩო:

"საქართველოში შარშან ბავშვმა რომ თავი ჩამოიხჩო, კლასელები დასცინოდნენო, იმ ბავშვის დეიდაა ეს გოგო, საწყალი დედამისი, ჯერ შვილიშვილი, ახლა შვილი, რას უძლებს ადამიანი";

"ჩემი ლიადამეჩა შენგან სამახსოვროდ ჩემო თბილო და ტკბილო გოგო ჩემო ფერადი და მხიარულო როგორ მატკინე გული", - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×