
ჩვენი ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ გუშინაც და წინა დღეებშიც საკონსტიტუციო ცვლილებების სრულ მხარდაჭერას აფიქსირებდა. ამ ცვლილებებით, მომავალი პარლამენტი უფრო სახალხო და წარმომადგენლობითი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მეორე და მესამე მოსმენაზე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ 7 ხმა გარანტირებულად აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს.
„ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიულად მოაზროვნე და რეალურად ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებზეა ორიენტირებული, მას არ აქვს უფლება ამ პროცესს გაემიჯნოს. იმედი გვაქვს, რომ 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებები, ბოლომდე წარმატებულად დასრულდება“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.