რეზონანსი
21.06.2020

ისრაელელმა მეცნიერებმა ელექტრონული პირბადეების ინოვაციური მოდელი შექმნეს, რომელიც USB კაბელის მეშვეობით მობილური ტელეფონის დამტენიდან იტენება.

პირბადის დატენვისას აქტიურდება ნახშირბადის ბოჭკოების შიდა ფენა, გამოიყოფა სითბო, შედეგად ნიღაბი 70 გრადუს ტემპერატურამდე ცხელდება და თვითდეზინფექციას ახორციელებს.

დეზინფექციას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება, რის შედეგადაც ვირუსების უმეტესობა იღუპება.

მრავალჯერადი გამოყენების ნიღბის ტარება დატენვის დროს აკრძალულია.

ერთჯერადი ნიღბებისგან განსხვავებით, ელექტრონული ნიღაბი ინფექციისგან დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

ამას გარდა, ერთჯერადი ნიღბები გარემოს დაბინძურებას იწვევს.

აღნიშნული პროექტით აშშ-იც დაინტერესდა. ნიღბის საბაზრო ფასი სავარაუდოდ 1 აშშ დოლარი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×