რეზონანსი
21.06.2020

ოკუპანტების მიერ სოფელ ახალუბანთან გატაცებული მწყემსი თავისუფალია. ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის პირუტყვს მწყემსავდა. სუს-მა მომხდართან დაკავშირებით დაუყონებლივ აამოქმედა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა, რის შედეგადაც დაკავებული გაათავისუფლეს.კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯუმბერ ფსიტიძე გამოკითხვის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან.ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 83 შემთხვევა გამოვლინდა, 45 პაციენტი უკვე გამოჯანმრთლედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×