რეზონანსი
21.06.2020

ქართველი ხალხის შეკვეთა არის ახალ პოლიტიკურ ძალაზე"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა"კურიერთან" განაცხადა.

"პოლიტიკურ პარტიებთან მე ვაწარმოებ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს და ამ კონსულტაციების შინაარსი მდგომარეობს შემდეგში - დღეს არის ორი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, ერთი არის არსებული, მაგრამ უკვე წარსულის ხელისუფლება და მეორე არის წინა ხელისუფლება.

მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის შეკვეთა არის ახალ პოლიტიკურ ძალაზე და ამაზე ძალიან ჩამოყალიბებულია ქართველი ამომრჩეველი. მას უნდა მისცეს ხმა ახალს. ამ თვალსაზრისით მე ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი პლატფორმა შეიქმნას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×