
"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჟურნალისტმა მკვლელობის შემკვეთები საკუთარ გუნდში უნდა ეძებოს.
„ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, ამ პროვოკაციაში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ი. ყველაზე მეტად ეს სცენარი აწყობდათ მათ, რევოლუციური სცენარით რევანშს აიღებდა. მე ეს ინფორმაცია ძალზე სანდო წყარომ მომაწოდა.გაბუნიას ურჩევნია გარეთ ძებნას, შემკვეთი საკუთარ გუნდში ეძებოს. რაც შეეხება თავად გაბუნიას პასუხს, რომ მას სიკვდილის არ ეშინია და ის არ დაიჩოქებს, ეს ყალბი ვაჟკაცობაა", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე "პრაიმტაიმთან".
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი გიორგი გაბუნიას ფიზიკურ ლიკვიდაციას ამზადებდა, ერთი მამაკაცი დაჭერილია. თავად კადიროვი ამ ბრალდებას უარყოფს. ჩეჩნეთის ლიდერი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. გაბუნია კი აცხადებს, რომ ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
სრულად იხილეთ; პრაიმტაიმი