რეზონანსი
21.06.2020

ერთმანეთის პარალელურად ორი სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში საქართველოს ორ მდინარეზე. არაგვსა და მტკვარში მაშველები უკვე მესამე დღეა ეძებენ დაკარგულ ფეხბურთელს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილს.

რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი? - "კურიერის" ინფორმაციით, 19 ივნისს, მცხეთის რაიონში აგარაკზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთმა პირმა მეგობრებს დახმარება სთხოვა და ისინი თბილისიდან ჩაიყვანა, რის შემდეგაც 19 წლის ფეხბურთელმა მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისში დაბრუნების მიზნით, ქუჩაში გადაინაცვლა, რის შემდეგაც თბილისიდან ჩასულებთან დაპირისპირება მოუხდათ. მისი მეგობარი თბილისში მანქანით ჩამოიყვანეს, რომელიც დიდუბეში დატოვეს, ხოლო გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ერთ-ერთ ნაპირზე ქრება, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა, მყვინთავები და მაშველები მუშაობენ როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

ტერიტორია კონტროლდება დრონის საშუალებით. მცხეთაში შექმნილია საგანგებო შტაბი. პარალელურად ცნობილია, რომ საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მცხეთის პოლიციაში დაკითხვებმა მიმდინარეობს

წყარო: "რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×