რეზონანსი
21.06.2020

ესპანეთში კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც 14 მარტიდან იყო დაწესებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ექვსჯერ გაგრძელდა.

წუხელ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ტელემიმართვისას, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეპიდემიასთან ბრძოლაში იყო ჩართული და განაცხადა, რომ ვირუსი შესაძლოა, დაბრუნდეს და საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულება ნიშნავს, რომ ავტონომიური რეგიონები კვლავ მიიღებენ სრულ ძალაუფლებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობამდე გააჩნდათ, ასევე მოიხსნება შეზღუდვა რეგიონებში მოგზაურობაზე. დღეიდან იხსნება საზღვრები შენგენის ზონის ქვეყნებისთვის.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველა მოგზაურმა უნდა გაიაროს აეროპორტებში სამმაგი კონტროლი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ესპანეთში კორონავირუსის შედეგად, 28 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×