რეზონანსი
21.06.2020

წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის ქალი. მძიმეა ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანის მდგომარეობაც. მათგან ერთ-ერთი 11 წლის მოზარდია.

ყველა დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ადგილობრივის თქმით, გარდაცვლილი ქალი მძღოლის მეუღლე იყო. ავარიის მიზეზს იგი დარწმუნებით ვერ ასახელებს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულ 11 წლის გოგონას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რეფერალური ბრიგადა მას სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანს.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×