რეზონანსი
21.06.2020

საბერძნეთში გარდაცვლილი 24 წლის ქართველი გოგო, ხატია ზაგაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას ახლობელი წერს, რომელიც ამბობს, რომ ხატია სარკომამ იმსხვერპლა.

„ვერაგმა სატკივარმა-სარკომამ ერთ თვეში მოუღო ბოლო. დედას (ლელა ჩოხელი) წაართვა ერთადერთი შვილი და პატარა ანასტასიას, (რომელიც ხუთ დღეში 8 წლის ხდება) დედა.

პანაშვიდი ჩატარდება ხვალ კვირას 21 /06/20. 12 საათზე. წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში.

მეგობრებო, დავდგეთ გამწარებული დედის გვერდით, რომელიც ერთი წელია თვითონაც ონკოპაციენტია. მან მოახერხა ფეხზე დადგომა, მარტო იმ მიზეზით, რომ ჩემს შვილს და შვილიშვილს ვჭირდებიო.(თუმცა ისევ დადის საავადმყოფოში კონსულტაციებზე. მაგრამ ვაი რომ სიკვდილმა გამოსტაცა ხელიდან ერთადერთი შვილი). გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და თანაგრძნობა, რათა არ იგრძნოს თავი მარტოდ უცხო მიწაზე.

მივცეთ ძალა, რწმენა იმისა გაზარდოს ერთადერთი შვილის დანატოვარი პატარა ანასტასია. ერთად ვილოცოთ ხატიას სულისთვის," - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ბოგრაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×