რეზონანსი
21.06.2020

20 ივნისის დარბევას ვერც ერთ სხვა დარბევას ვერ შევადარებ, - ამის შესახებ, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

"ვაპროტესტებ იმას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაიდინა, როდესაც მან 1989 წლის 9 აპრილი გააგრძელა. 20 ივნისის დარბევას ვერც ერთ სხვა დარბევას ვერ შევადარებ.

ქართველმა ხალხმა პროტესტი გამოთქვა შეურაცხყოფის გამო და რუსეთის ნაცვლად ისინი საკუთარმა ხელისუფლებამ დასაჯა.

საერთოდ, საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფალი აღმოჩნდა, ეს ისეთი გამოცანაა, რომელზეც წლები ვიმუშავებთ, რომ ამოვხსნათ და გავიგოთ როგორ მოხდა ასეთი შეუძლებელი რამ,"- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×