რეზონანსი
21.06.2020

სოციალურ ქსელში, სპორტსმენ ავთანდილ ხურციძის მიმართვა ვრცელდება:

“დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა.

დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას მიაწვდინეთ ხმა. მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით! არასდროს ვყოფილვარ არც “ძველი” და არც “ქუჩის” ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული”

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ნიუ იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 2018 წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×