რეზონანსი
21.06.2020

19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე  19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისმა მე­გობ­რე­ბმა გაავრცელეს. ახალ­გაზ­რდა ბო­ლოს სა­გუ­რა­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ნიშ­ნეს და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი გაქ­რა.

"გიოს კვა­ლი ქრე­ბა მცხე­თა - სა­გუ­რა­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ორი დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა. თუ ვინ­მეს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნია, გთხოვთ და­მე­კონ­ტაქ­ტეთ ვერ ვპო­უ­ლობთ", - დაწერა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისმა ახ­ლო­ბე­ლმა ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლმა.

პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

სამძებრო სამუშაოების გამო, ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა დაიგეგმა, რის გამოც, უწყებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, გიორგი სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არა­ნა­ი­რი პი­რა­დი და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

"ამბები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×