რეზონანსი
21.06.2020

რუსტავში, ავტოსაგზაო შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა, მოგლიჯა ღობე და ავტოპარკინგზე, სპეციალურ მოწყობილობაზე განთავსებულ კატერს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი ინერციით გადავარდა და ხეს დაეჯახა ბოლოს კი გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

ინფორუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×