რეზონანსი
20.06.2020

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ორ რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებების 50% კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით არის გადატვირთული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს პირბადეების ტარების, დისტანცირების წესების დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციების შესრულებისაკენ მოუწოდა.

უკრაინაში ინფექციის გავრცელებიდან დღემდე COVID-19 ის 35 825 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის შედეგად დაიღუპა 994 ადამიანი. 19 ივნისს

ქვეყანაში შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, 24 საათის განმავლობაში 921 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა შორის 700 პირი უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×