რეზონანსი
20.06.2020

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.

აქცია რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. აქციაზე ასევე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა, „რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელია და სალომე სამადაშვილი, „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერი გიგი წერეთელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები.

2019 წლის 20 ივნისიდან 1 წლის შემდეგ პარლამენტთან აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×