რეზონანსი
20.06.2020

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ. პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრას არ აპირებს.

მისი თქმით, ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

„ჩემი მიზანია ამ ეტაპზე პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოს, რაზეც არის საზოგადოების შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე. მომავალზე ორიენტირებულ ხელისუფლებაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, აქვს კონტაქტი პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის „ლელოსთან". „ეს ძალა არის ჩემს პოლიტიკურ ღირებულებებთან ახლოს და იქ არის ჩემი ძალიან ბევრი თანამებრძოლი", - აღნიშნა მარგველაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა გაწევრიანდება თუ არა პარტიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×