
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანამხად, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქსინით მკურნალობა "უკიდურესად საეჭვოა".
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს შეწყვიტონ ჰიდროქსიქლოროქსინის ტესტირება, როგორც მედიკამენტი, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია დეპარტამენტის მიერ შაბათს გაცემულ განცხადებაში.
ინსტიტუტის ცნობით, კლინიკური კვლევები, რომელიც კორონავიურსით ინფიცირებულ პაციენტებში, ჰიდროქსიქლოროქინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემოწმების მიზნით ტარდება შეჩერებულია.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ კვლევის ფარგებში პრეპარატის მიერ ორგანიზმზე ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ჰიდროქსიქლოროქსინი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში დადებით შედეგებს გამოავლენს.
შეგახსენებთ, მანამდე, ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანიზაციამ COVID-19-ის მკურნალობისას მალარიის სამკურნალო, აქამდე არსებული ორი მედიკამენტის გვერდითი ეფექტების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, ქლოროქსინი ან ჰიდროქსიქლოროქსინი, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის მკურნალობის ექსპერიმენტურ საშუალებას წარმოადგენს, პაციენტებში სერიოზული სახის უკუჩვენებებს, მათ შორის, კრუნჩხვებსა და გულის პრობლემებს ავლენს.
Report.ge