რეზონანსი
20.06.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის აქციაზე მივიდა იმის გამო, რომ გასული წლის 20 ივნისი, მისთვის და მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„ეს იყო დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ის რაც ვიყავით ისტორიულად, ის ვართ დღესაც და ის ღირებულებები არ გამქრალა. ამ ღირებულებების განსამტკიცებლად უნდა გავერთიანდეთ. მე ვფიქრობ "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა არის დასჯილი, იდენტიფიცირებული და ქართულმა საზოგადოებამ ამ პოლიტიკურ ძალას თავისი ვერდიქტი უკვე გამოუტანა,"- განაცხადა მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×