რეზონანსი
20.06.2020

ახლა რომ დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება" ეძებს გამოსავალს, ჩააგდოს ცვლილებები, თან ისე, რომ ჩაგდება არ დაბრალდეს და ბრალეულობა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს.

„გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ იყოს გათავისუფლებული. „ევროპული საქართველო" ამბობს - თუ რურუა არ გათავისუფლდება, არ მიიღებს მონაწილეობას მეორე და მესამე მოსმენაში. ეს სწორია. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით არ ჩავარდება, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენისას ნამდვილად დაგვჭირდება ჩამოყალიბებული პოზიცია", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×