რეზონანსი
20.06.2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბორდიურს დაეჯახა. მიღებული ტრავმებით 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ. მათ შორის ერთი ბავშვია. მცირეწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დაშავებული კი წალენჯიხის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×