რეზონანსი
20.06.2020

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო. პირველ ეტაპზე მნახველებისთვის შემდეგი ობიექტები გაიხსნება:

თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი

დმანისი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

ძალისი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი

ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

მესტია, მარგიანების საგვარეულო კოშკი

ფოთი, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკი

„საქართველო ალბათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმების გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საუბარია ეტაპობრივ გახსნაზე. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუზეუმები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით არის უკვე დამტკიცებული", - განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.

ამასთან, სტუმრებმა ობიექტებზე შესვლისას მკაცრი წესები უნდა დაიცვან. მათ შორის: გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×