რეზონანსი
20.06.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, COVID ცენტრებში სულ 132 პაციენტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთოს მძღოლია, ორი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ახალი პაციენტი დაგვემატა და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 898-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რიცხვი 11-ით გაიზარდა და უკვე 752 გამოჯანმრთელებული გვყავს. დღევანდელი მონაცემებით, 132 პაციენტი მკურნალობს COVID ცენტრებში.

ახალი 3 შემთხვევებიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - ერთი ბოლნისი, მეორე კი მარნეული.

რაც შეეხება ჩვენს ცენტრს გუშინ ახალი შემთხვევა არ მიგვიღია, გვაქვს მხოლოდ 1 შესაძლო შემთხვევა, რომლის კვლევაც დღეს ჩატარდება. ასევე, ამ ეტაპზე ჩვენ მძიმე პაციენტი არ გვყავს, რამდენიმე მათგანი არის საშუალოზე მძიმე, დანარჩენი კი, საშუალო და მძიმე პაციენტები არიან" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×