რეზონანსი
20.06.2020

ახალქალაქის შემდეგ, ძლიერმა სეტყვამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

კარტოფილის და ხორბლის ნათესები ოთხ სოფელშია განადგურებული.

სეტყვა იყო მამწვარაში, დიდ გონდურაში, ჯიგრაშენსა და პატარა ხანჩალში. გარდა ამ სოფლებისა, კიდევ სად იყო სტიქია, ამ ეტაპზე უცნობია. ნინოწმინიდის მერიაში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა. 

სეტყვა ისეთი სიძლიერის იყო, რომ მიწაზე თოვლივით იდო.

სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×