რეზონანსი
19.06.2020

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებით ოპოზიციამ ილიას დანაბარები შეასრულა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„დღეს ისტორიული დღეა. ამაღლებული ჟამია ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწია სრულ თანხმობას საერთო მიზანზე. ეს მიზანი გახლავთ უაღრესად მარტივი და საპასუხისმგებლო. შევასრულეთ ილიას დანაბარები: „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში". მან ერთიანობაზე თქვა ეს, ერის ერთიანობაზე და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაზე. ილია თვითონ შეეწირა პარტიულ უთანხმოებას. ილიას მიმდევრები ვართ. ილიამ რაც დაგვიბარა, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შევასრულეთ", - განაცხადა ნათელაშვილმა.

ოპიზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში. გიორგი ვაშაძე - ისანში. ლევან ხაბეიშვილი - სამგორში. მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×