რეზონანსი
19.06.2020

ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების არც ერთ პუნქტს არ ასრულებს. შეთანხმების მთავარი ნაწილია არის საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა, ისინი კი საჯაროდ ამბობენ, რომ არ აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზებას ეხებოდა. ოპოზიცია ამ პუნქტსაც უხეშად არღვევს, იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალისგან იმის გაკეთებას მოითხოვს, რისი გაკეთებაც მხოლოდ მართლმსაჯულებას შეუძლია, - ამის შესახებ „ქრონიკას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების არც ერთ პუნქტს არ ასრულებს. შეთანხმების მთავარი ნაწილია არის საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა, ისინი კი საჯაროდ ამბობენ, რომ არ აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზებას ეხებოდა. ოპოზიცია ამ პუნქტსაც უხეშად არღვევს, იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალისგან იმის გაკეთებას მოითხოვს, რისი გაკეთებაც მხოლოდ მართლმსაჯულებას შეუძლია. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ ამ ორ პუნქტს. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მმართველ ძალის მხრიდან განხორციელებულიყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება, და ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს საარჩევნო სისტემას. აქ ყველაფერი ნათელია - ჩვენ შეთანხმებას ვიცავთ სრულად, ოპოზიცია კი მის ორივე ნაწილს არღვევს", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×