
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„19 ივნისს ახალი ანტირეკორდი დავამყარეთ - თითქმის ათაში ინფიცირებული დღე-ღამეში. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ბევრი ადამიანი კარანტინს აღარ იცავს, ვინაიდან თვლის, რომ ვირუსი გაქრა და ინფიცირების შანსები შემცირდა. ფაქტობრივად, ეს ინფიცირების ახალი ტალღაა. კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი საშუალება - სოციალური დისტანცის დაცვა, პირბადის ტარება და დეზინფექციაა", - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინაში კარანტინი 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 35 755 შემთხვევაა დაფიქსირებული, 995 ადამიანი გარდაიცვალა, 16 588 კი გამოჯანმრთელდა.