რეზონანსი
19.06.2020

სპეცოპერაცია თბილისში - ამ წუთებში დიღმის მასივში სამართალდამცველები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. "კურიერის" ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას მოგვიაანებით გააკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×