რეზონანსი
19.06.2020

ხვალ ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წელი გადის. სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ხვალინდელ დაგეგმილ აქციაზე საუბრობს და ამბობს, რომ აქციის მთავარი მიზანია, ყველას გვახსოვდეს 2019 წლის 20 ივნისი.

„გავრილოვის სისხლიანი ღამის 1 წლის თავი, ბუნებრივია უნდა იქნას აღნიშნული რუსთაველის გამზირზე. მიუხედავად იმისა, რომ მერია და არც შსს ოფიციალურ წერილზე არ გვპასუხობს, ჩვენ ხვალ 7 საათზე მაინც შევიკრიბებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ.

გვექნება დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები. ადამიანები აბსოლუტურად უსაფრთხოდ იქნებიან. მოვლენ თავისუფალი ადამიანები აქციაზე, ვინც შარშანდელ 20 ივნისს შეესწრნენ და რომელთაც აღარ უნდათ მსგავსი რამ გამეორდეს. გვექნება ძალიან მშვიდი აქცია და როგორც მშვიდად, წყანარად შევიკრიბებით ისევე წყნარად დავიშლებით, თუ შარშანდელივით „ქართულმა ოცნებამ" არ გადაწყვიტა ჩვენზე ნადირობა", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×