რეზონანსი
19.06.2020

ტელეკომპანია „მთავარის" ხელმძღვანელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმაცია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირისგან მიიღო.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მიღებული ინფორმაციის თაობაზე სუს-ს ვერაფერს ეტყოდა, რადგან ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული და ბოლომდე სარწმუნო.

„ინფორმაცია მივიღე ცხადია, არაოფიციალურად მაღალი თანამდებობის პირისგან. ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულების შესახებ სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-სვე არ ვატყობინებთ რამდენად მართალია თუ არა, დაგვიდასტურე-თქო. სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვფლობდი ინფორმაციას, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი", - განახცადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე ჰყავს თუ არა სუს-ის მიერ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ვასამბეკ ბოკოვს თანამზრახველი, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი.

„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს არ ვიცი. თანამზრახველები, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, არ ვიცი", - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×