რეზონანსი
19.06.2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა, რომელმათ თქვა, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ახლა მაჟორიტარებისგან სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ, იმ მიზეზის გამო, რომ მოთხოვნების უდიდესი ნაწილი დაკმაყოფილებულია.

„ერთი ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებული იქნება, არა იმ რაოდენობით, რაც ვითხოვეთ, თუმცა მაინც შენარჩუნებული იქნება. მეორე ჩვენი მოთხოვნაა, რომ შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული, არამედ იმ სისტემით, რა სისტემასაც ახლა მივიღებთ. იმედი მაქვს, რომ საკმარისი ხმები იქნება, მაგრამ ამას ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩატარდება კენჭისყრა", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×