რეზონანსი
19.06.2020

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსმა იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში შეაღწია. ამის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომელიც ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

როგორც მკვლევრები აცხადებენ, კორონავირუსის შტამი მილანსა და ტურინში შარშან წლის ბოლოს, წყალში დაფიქსირდა, ხოლო ბოლონიაში „კოვიდ-19" 2020 წლის იანვარში გამოვლინდა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, სპეციალისტებმა აღნიშნულ ქალაქებში წყლის ნიმუშები 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შეისწავლეს.

ოფიციალურად იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში აღრიცხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×