რეზონანსი
19.06.2020

ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასოდეს მოუგებს ამ ქვეყანაში! ამიტომ, ოპოზიციის ნაწილი ისევ მთავარი ოპოზიციის ტიტულისთვის იბრძვის, „ოცნება" კი, ძალისხმევას არ აკლებს, რომ „ევროპული საქართველო" გახადოს მთავარი ოპოზიცია, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

„რაც შეეხება კონკრეტულად მაჟორიტარებს, 73 ღირსეული მაჟორიტარის მოძებნა „ქართული ოცნებისთვის" უფრო ძნელია, უფრო რთული მათი გამარჯვების უზრუნველყოფა, ვიდრე გამსხვილებულ სამაჟორიტარო ოლქებში 30 კანდიდატის დაყენება და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება. ასე რომ, ამ სისტემითაც ისევ „ოცნება" იგებს. გარდა ამისა და რაც უმთავრესია, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ზუსტად იმ ადამიანების უპატივცემულობაა, ვინც 20 ივნისს სისხლი დაღვარა. რადგან ეს უკვე აღარ არის ის შეთანხმება, რომელიც 20 ივნისის შედეგად უნდა დამდგარიყო და რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო. ზოგადად კი, ვთვლი, რომ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ" გადააგდო ხალხი, არ შეასრულა ის პირობები, რომელიც ადამიანებმა, ჟურნალისტებმა საკუთარი სისხლით მოიპოვეს, ამის მერე არავის ჰქონდა კომპრომისზე წასვლის და „ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის უფლება, რითაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას" მიეცა გადამგდების სახელის ჩამორეცხვის საშუალება." - აცხადებს ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×