რეზონანსი
19.06.2020

ჩანაწერი არ მინახავს, თუმცა გარკვეული ინფორმაცია რომ არსებობდა, ეს არ დაუმალავს ნიკა გვარამიას, სწორედ ამის გამო გავიძლიერე დაცვა და ფაქტობრივად ტყვედ ვარ ქცეული, - ასე უპასუხა კითხვას, ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც უკრაინული სააგენტოს მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარს ეხებოდა.

ჩანაწერში საუბარია გიორგი გაბუნიას საქმეზე, რომლის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია პირველად ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.

როგორც გიორგი გაბუნიამ განაცხადა, მან საერთოდ არ იცის რა ჩანაწერზეა საუბარი,

„არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს და ვერანაირ ეჭვს ვერ გამიჩენს, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობთ. ჩანაწერი მე არ მომისმენია", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის" დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×