რეზონანსი
19.06.2020

სუს-მა გიორგი გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გაბუნიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

„არ დაუდასტურებია არაფერი, მათი კითხვები ეხებოდა გაბუნიას უსაფრთხოებას. ასევე, სუს-მა სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას. გიორგი გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ამიტომ, რამე კანონდარღვევას ან ინფორმაციის შეუტყობინებლობას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×