რეზონანსი
19.06.2020

ოპოზიციური პარტიებმა ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის ოთხ ოლქში დაასახელეს. კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა: ვაკეში - ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ისანში - გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.

როგორც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, თბილისში ორ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატების გადანაწილება არ მომხდარა ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით.

„მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში „ევროპულ საქართველოს" ჰქონდა ინტენსიური, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად დღეს უკვე ერთიან ოპოზიციურ ფორმატს შევთავაზებთ შემდეგ კანდიდატებს: ვაკეში ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი.

რატომ ოთხი კანდიდატი და არა ექვსი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, რომ ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში, გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა „ქართული ოცნების" დასამარცხებლად. ამიტომ, ორი ადგილის გადანაწილება არ მომხდარა ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით და ეს საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ კონსულტაციები უკვე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მათი ჩართვის მიზნით, ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივად ცნობად სახეებთან და არა პოლიტიკურ ფიგურებთან, რათა შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა, ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი და არა მხოლოდ პარტიული სურათი თბილისის არჩევნებში", - განაცხადა ბაქრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×