რეზონანსი
19.06.2020

სუს-ს არ დაუდასტურებია გამოძიების დეტალები, მათ სხდომაზე შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა- ამის შესახებ „მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა საიდან ჰქონდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ

„აქცენტი იყო იმაზე საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. მე ორი წყარო მყავდა ინფორმაციის - ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა რომ შესაძლოა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას ჰქონოდა ადგილი. იყო აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა, ვინ იყო წყარო და ა.შ. იყო აქცენტი, ხომ არ მიფიქრია, რომ სუს-ისთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია. მე განვუმარტე რომ არა - არც მქონია მცდელობა"- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება მისი მკვლელობის შეკვეთის საქმე, ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი მკვლელობით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული:

„ვიცით რომ რამზან კადიროვი ამას პირადად არ აკეთებს. თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია უნდა ეს არის რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს" - ამბობს გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×