რეზონანსი
19.06.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ინფექციურ საავამყოფოში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი აღარ ჰყავთ. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენს ცენტრში გუშინ შემოვიდა ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავდა, ამიტომ ამ ეტაპზე 21 დადასტურებული კოვიდშემთხვევა მკურნალობს. ახალი შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული და ლაბორატორიული მონაცემების კრიტერიუმებით სერიოზული არაა. მძიმე პაციენტი არ გვყავს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 895 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 741. გარდაცვლილია - 14.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×