რეზონანსი
19.06.2020

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ჩვენ ვიმყოფებით პროცესში, საიდანაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ პერსპექტივაში რა მოლოდინებიც არის, მზად ვიყოთ. კორონავირუსი იყო გლობალურად რთული გამოწვევა. საქართველო ყველაფერს გაცილებით ადვილად გაუმკლავდა და იმის თქმა, რომ ერთი ეტაპი ჩავხურეთ და ვიწყებთ მეორე ეტაპს, ალბათ არ იქნება სწორი.

„მოლოდინი არის საკმაოდ რთული, რადგანაც შემოდგომაზე დამდგარი შედეგი ბევრად უფრო მძიმე იქნება, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ.

ეს იქნება დაკავშირებული როგორც სეზონული გრიპების თანხვედრასთან, ასევე ხანგრძლივობითაც ის გაცილებით რთული იქნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პროცესი შემდგომშიც ძალიან კარგად ვმართოთ“- აღნიშნა გადაცემა „ღია ეთერში“ ეკატერინე ტიკარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×