რეზონანსი
19.06.2020

საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი კოლეგა დეპუატატებს მიმართავს:

“მე-9 მოწვევის პარლამენტარების საყურადღებოდ! – ყოველ პარლამენტარს მივმართავ განურჩევლად:

კოლეგებო! ვინც იცით, რომ დღეს საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა!საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ასრულებს უცხო ქვეყნების დაკვეთას, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების და მაინც უჭერს მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს ამ ფორმით, როგორიცაა მოთხოვნილი!

მიგაჩნიათ, რომ ჩემი მოთხოვნა სამართლიანია და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ანუ; სავალდებულო არჩევნები! საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შეცვლა, რათა აღდგეს სამართლიანობა ქართველთა! მაინც საწინააღმდეგოს მისცეთ ხმა! წყეულიმც იყოთ!

წყეულიმც იყოს თქვენი მოდგმა! საკუთარი მომავალი თაობა იყოს თქვენი საღეჭი რეზინა! ღმერთმა ჩვენ კურთხეულ მიწაზე არ გაღირსოთ დასაფლავება! არც თქვენ და არც თქვენს მოდგმას! რამდენი ქვიშის მარცვალია ზღვისა და ოკეანის პირას, რამდენი წვიმის წვეთი დასხმულა დედამიწაზე, იმდენი სანთელიც, რომ დაგინთოს! უფალო ამ ხალხმა, არ აპატიო და დასწყევლე!

დასწყევლე ჩემი ქვეყნის ღალატისთვის თითოეული მათგანი! თუ ქართველთა სამართლიანობის აღდგენას არ დაუჭიროს მხარი დღევანდელი პარლამენტის მე-9 მოწვევის 150- მა წევრმა! შეიკავა თავი და ხმა მისცა ვინმეს მითითებით! ღმერთო დიდებულო! დასწყევლე თითოეული მათგანი, მათ შორის მეც, თუ ვუმტყუნო ქართველებს! – ჰამენ! ჰამენ! ჰამენ!

ახლა მიჰყევით ფულიან ტომრებს და დაგხვდებათ წინ ილორის წმიდა გიორგის რისხვა! დიდება ღმერთს! მაპატიე უფალო მაგრამ სხვა გზა არ ჩანს ჩემი ერის გადასარჩენად! ისე მარხვით ვმარხულობ და მოძღვარს აუცილებლად ვეტყვი აღსარებას!”- წერს კვიციანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×