რეზონანსი
18.06.2020

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი კობახიძის ბრალდებას პასუხობს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყნისთვის საგარეო საფრთხეების თავიდან არიდების ნაცვლად ოპოზიციის გაშავებითაა დაკავებული.

"კასკადი ამ ნიაღვარისა არ ჩერდება, ყოველდღიური სამიზნე ვარ, სიმართლე რომ გითხრათ არ ვწუხდები ამით, რეკლამას მიკეთებენ, მაგრამ მეორეს მხრივ ქვეყანა თავზე გვექცევა და ხელისუფლება ოპოზიციის გაშავებითაა დაკავებული, ოპოზიციის იმიჯის ნგრევა და გაშავება არ გამოიწვევს ხელისუფლების რეაბილიტაციას, დასავლეთში განსაკუთრებით. 15 წლის წინანდელი საქმეები გამიხსენებს და რეპუტაციულად იქაც კი ვერ დამაზიანეს.საგარეო საფრთხეების განეიტრალების ნაცვლად ხელისუფლება დაკავებულია ოპოზიციის იმიჯის დანგრევით...ყველაზე მთავარი ეპითეტი ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიღო 13 კონგრესმენის გამოგზავნილი წერილით, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ პუტინის მოკავშირე ივანიშვილი ქვეყანაში სიტუაციას ძაბავს და დესტაბილიზაციას უქადის" - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი პრორუსობაში და გრუს აგენტობაში დაადანაშაულა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×