რეზონანსი
18.06.2020

ზუგდიდში, 70 წლამდე კაცს, რომელიც კორონავირუსის ნიშნებით, რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული, განმეორებითი ტესტირების შედეგებების მიხედვით, ვირუსი არ დაუდასტურდა.

ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა კვლევებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანალიზების მიხედვით, კაცმა დაავადება უკვე გადაიტანა.

„ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ლაბორატორიული შედეგი, რომ ეს არის გადატანილი ინფექცია და პაციენტს აქვს დაავადების მილევის ფაზა, რომლის პერიოდში დაავადების გადამდებლობის ფაზა მინიმალურია",- აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

70 წლის კაცი საქართველოში რუსეთიდან, ლარსის გავლით 12 ივნისს შემოვიდა. ის კარანტინში მოათავსეს, თუმცა ძმის გარდაცვალების გამო 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს საკარანტინო სივრციდან. 16 ივნისს კი ვირუსის დამახასიათებელი ნიშნებით რუხის კლინიკაში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე გადიოდა მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×