რეზონანსი
18.06.2020

ჩვენ ზაფხულის პერიოდი წარმატებით უნდა გავიაროთ და ეს პერიოდი მეორე ტალღისთვის მზადებას უნდა მოვახმაროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტალღის მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამაზე საუბრობს და ამ რისკისთვის ემზადება.

„იმ პირობებში როდესაც ჩვენ ჯერ არც ვაქცინა გვაქვს და არც კონკრეტული მედიკამენტი, მეორე ტალღის რისკი მაღალია და ასევე ვიცით ის, რომ ქცევა და თითოეული ადამიანის პასუხიმგებლობა მთავარი მექანიზმია, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეორე ტალღა საქართველოში ისეთივე დუნე მიმდინარეობის იყოს, როგორიც ინფექციის გავრცელების პირველი ეტაპი", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღისთვის ემზადება.

„ვცდილობთ სამედიცინო პერსონალი იყოს მობილიზებული, ტრენინგები ტარდება, ვეცნობით სიახლეებს და ვცდილობთ ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია, რომელიც გლობალურად ცნობილი გახდება, ჩვენი ექიმებისთვისაც მაშინვე ხელმისაწვდომი იყოს. მზაობა ჩვენთვის დღეს არის ის მთავარი მექანიზმი, რაც გვაძლევს გარანტიას რომ მეორე ტალღას მომზადებულები დავხვდეთ. უფრო ალბათ ეს იქნება შემოდგომის პერიოდი, როდესაც ტემპერატურა იკლებს, სოციალური აქტივობები შენობებში გადადის, როგორც ეს ხდება სხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევაში, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. ჩვენ ზაფხულის პერიოდი წარმატებით უნდა გავიაროთ და ეს პერიოდი მეორე ტალღისთვის მზადებას უნდა მოვახმაროთ", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×