
რასაც დღეს გვარამია, გაბუნია და ძმანი მისნი აკეთებენ, ეს არის სწორედ საფრთხე საქართველოსთვის, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში" პრესკონფერენციაზე განაცხადა".
ხაინდრავამ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა, კერძოდ, სუსის მიერ ინგუში პიროვნების დაკავების ფაქტზე და იმ მწირ ინფორმაციაზე, რომელიც ამ თემაზე საზოგადოებას აქვს.
მისივე თქმით, არასწორად გავრცელდა ინფორმაცია დაკავებულის შესახებ, რომ ის ჩეჩენი ეროვნებისაა. ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ჩეჩნებზე ყველაფრის გადაბრალება ძალიან სახიფათოა.
„პირველ რიგში, ის არ არის ჩეჩენი, ის არის ინგუში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ორი სხვადასხვა ერია. ეს ტენდენცია, ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირების და ჩეჩნებზე ყველაფრის გადაბრალების, ძალიან სახიფათოა ჩვენთვის, რადგან ჩვენ და ჩეჩნები ძალიან დიდი ხნის ახლობელი ერები ვართ და პანკისელი ქისტების საქართველოში ცხოვრებაც ამას ადასტურებს", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, დაკავებულის შესახებ საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს - ის რაც სუსმა განაცხდა.
„ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ ამზადებდნენ. რასაც დღეს გვარამია, გაბუნია და ძმანი მისნი აკეთებენ, ეს არის სწორედ საფრთხე საქართველოსთვის, რადგან როდესაც შენ შეურაცხყოფას აყენებ შენი ქვეყნის ტერიტორიიდან ისეთ საშის წარმონაქმნს, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პრაქტიკულად ყოველდღე ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური; ბორდერიზაცია მიდის, ადამიანების დატაცება, მკვლელობა, ეს როგორც ინიმუმ უნდა გესმოდეს და თუ შენ არ გესმის, მაში უნდა გაითვალისწინო, რომ ჩვენი შვილებიც საფრთხეში არიან", - დასძინა მან.