რეზონანსი
18.06.2020

საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახლა, ახალი კოვიდ ეპიდემიის დროს აღმოაჩინა, რომ თურმე გვყოლია მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული პროფესიონალი ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ძალიან მნიშვნელოვანი მისია და საერთაშორისო დონეზე წარმოგვაჩინონ, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი.

თენგიზ ცერცვაძეს და მის გუნდს მსოფლიო აღიარება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ჰქონდათ და ჩვენი ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის „გაიდლაინებით" მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ. სწორედ თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება შიდსთან დაკავშირებული დიდი წარმატება არა მხოლოდ საქართველოში, მთელს აღმოსავლეთ ევროპაშიც.

"36 წელია, რაც ეპიდემიებს ვებრძვი... 20 წელია, რაც ამ დაწესებულების დირექტორი ვარ. ჩვენი შიდსის სამსახური ვითარდებოდა და ჩამოყალიბდა ერთ-ერთ უძლიერეს სამსახურად. საქართველოს მაშინდელი შიდსის სამსახურის დამსახურება გახდა ის, რომ არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად ევროპაში, თავიდან ავიცილეთ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

აქედან გამომდინარე, თავიდან ავიცილეთ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი. თქვენ რომ გადახედოთ, მსოფლიოში, ევროპაში თუნდაც რუსეთში, უკრაინაში, რა ხდება ამ მხრივ, ნახავთ რომ საქართველო მათთან შედარებით არის დიდი გამონაკლისი, ოაზისი.

სწორედ ამ წარმატებების აღსანიშნავად, პირველ რიგში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აგრეთვე სხვა ინფექციურ დაავადებებთან გაწეული ეფექტური ბრძოლისთვის, ჩვენ გადმოგვცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, ეს არის დოქტორ ლის პრემია! უფრო მაღალი ჯილდო, საერთაშორიო ორგანიზაციაში არ არსებობს. დოქტორი ლი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადრე და თავისი ყოფილი დირექტორის პატივსაცემად დაარქვეს დოქტორ ლის პრემია", - განაცხადა ცერცვაძემ.

წყარო: აიპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×