რეზონანსი
18.06.2020

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა უწყების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე, ტურისტი ქვეყანაში ვერ შემოვა.

„პირველი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ PCR-ტესტის ჩატარებას. ეს ყველაფერი გაკეთდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, გვაქვს მოლაპარაკება სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან ტესტის პასუხებს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები იმაზე, თუ ვინ გადაიხდის ამ ტესტირების ხარჯებს, სხვა სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×