რეზონანსი
18.06.2020

თუ კორონავირუსს დაემატება გრიპის ეპიდემია და პნევმონიის შემთხვევები, მისი მართვა ბევრად უფრო გართულდება, ამიტომ მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის მომზადების პროცესში იმუნიზაციის პროგრამები მნიშვნელოვანია და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანი იყო პრევენციული სერვისები, განსაკუთრებით კი სისხლით გადაცემადი დაავადებები პრევენციისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დანერგა უახლესი მეთოდოლოგია უსაფრთხო სისხლის პროგრამის ფარგლებში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე მინდა აღვნიშნო კიბოს სკრინინგის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები და აქვე მადლობა ვუთხრა ჩეხეთის მთავრობას ზუგდიდში ახალი სკრინინგ-ცენტრის ამოქმედების საქმეში გაწეული დახმარებისთვის. იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება და ჩვენ დღეს ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებაზე და პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანაზე. ეს შექმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კორონავირუსის რისკები შემცირდეს. თუ კორონავირუსს დაემატება გრიპის ეპიდემია და პნევმონიის შემთხვევები, მისი მართვა ბევრად უფრო გართულდება, ამიტომ მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის მომზადების პროცესში იმუნიზაციის პროგრამები მნიშვნელოვანია და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია", - განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×