რეზონანსი
18.06.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7.7 ათასი ტონა, რაც 4.2 ათასი ტონით  ანუ 120%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 6,5 ათასი ტონით ანუ 45,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,2 ათასი ტონა) შედარებით. 

აქედან იმპორტის 59,7%  (4,6 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 24,7% (1,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,8% (0,6 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 3,9% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 2,6% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,3% (0,1 ათასი ტონა)  - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 25,5 ათასი ტონა, რაც 18,6 ათასი ტონით ანუ 42,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (44,1 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 53,7% (13,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 28,2% (7,2 ათასი ტონა), ერაყი - 11,4% (2,9 ათასი ტონა), სომხეთი - 3,5% (0,9 ათასი ტონა), რუსეთი - 1,6% (0,4 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,8% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,8% (0,2 ათასი ტონა).

მიმდინარე წელს ბიტუმის იმპორტის შემცირება უკავშირდება COVID-19-ის პანდემიას, რის გამოც მარტის თვიდან დაწყებული ვერ ხორციელდება პროდუქციის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, მაშინ როდესაც გასულ წლებში ის ქვეყანაში ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი იყო. შესაბამისად, მიმდინარეობს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, რათა ამ მიზეზით  ქვეყანაში არ შეიქმნას პროდუქციაზე დეფიციტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×